top of page

ჩვენს შესახებ

პროექტის მიზანია ადამიანური რესურსებისა და ექსპერტული შესაძლებლობების განვითარება ადიქტოლოგიის, როგორც დამოკიდებულების შესახებ ტრანს-დისციპლინური მეცნიერების დარგში.  აკადემიური განათლების,  ტექნიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით ტრენინგები იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემაში საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ექსპერტების მომზადებას უწყვეტი განათლების გზით, სამეცნიერო კვლევების განხორციელებით,  მონიტორინგითა და კვალიფიკაციის სტანდარტების შემუშავებით, რაც არსებითად გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს, დანერგოს თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა და გაუმკლავდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრობლემას და მის სოციალურ შედეგებს უახლესი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით.

 

პროექტი ასევე აფართოებს მიმდინარე სამედიცინო მიდგომას ადიქციასთან ახლოს მდგომი დისციპლინების მეთოდოლოგიური და ეპისტემოლოგიური პერსპექტივებით (ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, კანონმდებლობა და სხვა). ადამიანური რესურსების განვითარება მოხდება არსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და ინოვაციური, ევროპული ტრანსდისციპლინური მიდგომის ბაზაზე.

 

პროექტის ფარგლებში მომზადდებიან სამაგისტრო და საბაკალავრო კურსების ლექტორები ადიქტოლოგიის სფეროში და უწყვეტი განათლების სპეციალისტები ადიქტოლოგებისა და სხვა პროფესიონალებისთვის, რომელნიც ნივთიერებების მოხმარების სფეროში საქმიანობენ  (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მედდები, ნარკოლოგები, ადვოკატები). ამავდროულად, ეს ყველაფერი შექმნის მდგრად საფუძველს შემდეგი ღონისძიებებისთვის: ნარკოვითარების მონიტორინგისა და კვლევითი ცენტრის დაფუძნება; უწყვეტი განათლებისა და პრაქტიკული ტრენინგის სტრუქტურისა და  ადიქტოლოგიური მომსახურების ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბება.

 

პროექტის მთავარი ფოკუსი ქართველი ტრენერების მომზადებაა ადიქტოლოგიის ყველა სფეროში. ტრენინგებს ჩაატარებენ ჩეხი, პოლონელი და გერმანელი ექსპერტები. ტრენინგები ჩატარდება როგორც საქართველოში (ერთ ან ორკვირიანი ტრენინგები), ასევე საზაფხულო სკოლების სახით ევროპულ უნივერსიტეტებში 2014 და 2015 წელს.

პროექტი შექმნის თანმიმდევრულ გარემოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და მკაცრი მონიტორინგის  მეშვეობით ნივთიერებათა ავადმოხმარების პრობლემის გადასაჭრელად და ხარისხიანი, კვლევით მტკიცებულებაზე დაყრდნობილი პოლიტიკის შესამუშავებლად.

 

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ტრანსდიციპლინური და ინტერსექტორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც დაეხმარება საქართველოს EU2020 სტრატეგიის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში.

bottom of page