სიახლეები
პროექტის საბოლოო პრეს-კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
პროექტის ADDIGE საბოლოო პრეს-კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2017 წლის 17 თებერვალს. შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ერასმუს+ ეროვნული ბიუროდან, ევროკავშირის დელეგაციიდან; ასევე სხვა დაინტერესებული პირები და საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენელმა და კონსულტანტმა ნარკოპოლიტიკის საკითხებში ინდრიხ ვობორილმა. პრეზენტაციის შემდეგ შედგა პროექტის ძირითადი შედეგებისა და მთავარი მიღწევების, ნარკოვითარების წლიური ანგარიშის და პროექტთან დაკავშირებული სხვა ანგარიშების წარდგენა.





პროექტის პარტნიორების კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პროექტის პარტიორების საბოლოო შეხვედრას 14-16 თებერვალს უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, კერძოდ: ევროპელი პარტნიორები ჩარლზის უნივერსიტეტიდან, ჰამბურგის უნივერსიტეტიდან; წარმომადგენლები ბათუმის, თბილისის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან; ასევე პარტნიორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან, საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ალტერნატივა ჯორჯია და ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში. პარტნიორებმა წარმოადგინეს პროექტის საბოლოო შედეგები, მიღწევები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.





2014 წლის ნარკოვითარების ანგარიშის პრეზენტაცია
27 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა ნარკოვითარების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას.




ზოგად მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების პირველი ეროვნული კვლევა
4 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში შედგა ზოგად მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების პირველი ეროვნული კვლევის საწყისი შედეგების პრეზენტაცია. კვლევის კოორდინდინაცია გასწია დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯია“ ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების კვლევითი ცენტრის (EMCDDA) მეცნიერებისა და წამყვანი ამერიკელი მკვლევრების მეთოდოლოგიური მხარდაჭერით. კვლევა ჩატარდა USAID-ისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში.
კვლევა ჩატარდა EMCDDA სტანდარტების მიხედვით და ასევე, ინოვაციური მეთოდების დამატებით, რომელიც ემსახურებოდა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ქვეყანაში არსებული დამოკიდებულების მიუხედავად სათანადო მონაცემების მოპოვებას. მოპოვებული მონაცემები დაეხმარება სპეციალისტებს ნარკოსიტუაციის გაანალიზებაში, პრევენციული აქტიობებისა და სხვა ინტერვენციების სათანადო დაგეგმვაში.
საბოლოო შედეგებისა და კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია დაგეგმილია 2016 წლის ივლისის ბოლოს.








ტრენერთა ტრენინგი ადიქტოლოგიის ინტერდისციპლინურ დარგში, ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, 31 აგვისტო-11 სექტემბერი, 2015
2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკამ უმასპინძლა ტრენერთა ტრენინგს ადიქტოლოგიაში, რომელსაც ესწრებოდნენ ტემპუსის პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები (დამოკიდებულების კვლევითი ცენრტი „ალტერნატივა ჯორჯია“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი).
ტრენინგის პირველი კვირა ეთმობოდა ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას დამოკიდებულების სფეროში, ასევე თემებს კვლევისა და მონიტორინგის შესახებ; მეორე კვირამ მოიცვა ინტერვენციის, მომსახურების სფერო და შეფასების მეთოდები. ტრენინგის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს დაბალზღურბლოვანი მომსახურების ცენტრი და ოპოიოდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის კლინიკა.
ნარკოვითარების წლიური ანგარიშის წარდგენა
2015 წლის 26 ივლისს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში შედგა 2013 წლის ნარკოვითარების ანგარიშის პრეზენტაცია.
ტომაშ ზაბრანსკის საჯარო ლექცია
2015 წლის 23 თებერვალს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩეხეთის პრემიერ მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ნარკოპოლიტიკის დარგში, ტომაშ ზაბრანსკიმ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ყველაზე პოპულარული მცენარე: უნივერსალური მედიკამენტი თუ ეშმაკის ბალახი?“
სამეურვეო საბჭოს შეხვედრა
2015 წლის 24 თებერვალს შედგა ტემპუსის პროექტის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა. შეხვედრაზე პარტნიორი ორგანიზაციის წევრებმა განიხილეს პროექტის მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
სოციალური მუშაკების ტრენინგი
2015 წლის 27 იანვარი, თბილისი - ტემპუსის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ველზე მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, რომელიც ეხებოდა ბენეფიციართან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტრენინგს უძღვებოდნენ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ უფროსი მკვლევარი ირმა კირთაძე და ამავე ცენტრის დირექტორი, დავით ოთიაშვილი. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში, გლობალური და ლოკალური მასშტაბის ნარკოეპიდემიოლოგიური სურათი.
უწყვეტი განათლება ადიქტოლოგიის სფეროში
2015 წლის 3 თებერვალს ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ უმასპინძლა ზოგადი პროფილის ექიმების ტრენინგს. ადიქციის კვლევითი ცენტრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორმა, დათო ოთიაშვილმა წაიკითხა ლექცია „ნივთიერებათა ავადმოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან“. ამავე ცენტრის პროგრამის მენეჯერმა ისაუბრა ხანმოკლე ინტერვენციების შესახებ ადიქტოლოგიაში პირველადი ჯანდაცვის რგოლში.
ტრენერთა ტრენინგი
2014 წლის 14-26 ივლისს, ტემპუსის პროექტში "ადამიანური რესურსების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომისა და ხარისხის სტანდარტების განვითარება ადიქტოლოგიის დარგში" მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისთვის. მონაწილეები გაეცნენ პოლონეთის, გერმანიისა და ჩეხეთის ნარკოპოლიტიკას, ეპიდემიოლოგიისა და ნარკოვითარების მონიტორინგის სისტემებს, ახალ გამოწვევებს დარგში, ზიანის შემცირების პრაქტიკებსა და კვლევის მეთოდებს, ასევე პრევენციულ და შემთხვევის მართვის სტრატეგიებს.
ტრენინგს ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლები. ასევე ტრენერები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ალტერნატივა ჯორჯია და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი.






















