top of page

პარტნიორები

ალტერნატივა ჯორჯია

 

 

წამალმოხმარების სფეროში ადიქციის კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“ წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა საქართველოში. მისი კვლევითი და აკადემიური პოტენციალი გაძლიერებულია მჭიდრო თანამშრომლობით წამყვან უნივერსიტეტებთან (აშშ, ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში), რამაც საშუალება მისცა ორგანიზაციას ყოფილიყო არაერთი საერთაშორისო კვლევის პარტნიორი. „ალტერნატივა ჯორჯიას“ შტატი არის 2009, 2010, 2012 და 2013 წლის ეროვნული ნარკოვითარების ანგარიშის თანაავტორი. წამყვან თანამშრომლებს განათლება მიღებული აქვთ ისეთ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჯონ ჰოპკინსის, ამსტერდამის, როტერდამის უნივერსიტეტები.

 

საკონტაქტო პირი: მზია ტაბატაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი

ელ.ფოსტა: mzia@altgeorgia.ge

ტელეფონი: +995 577 202 16; ფაქსი: +995 32 239 66 99

 

 

 

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბათუმის უნივერსიტეტი 1935 წლიდან ფუნქციონირებს - პირველად როგორს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და 1990 წლიდან როგორც უნივერსიტეტი. 2006 წლიდან უნივერსიტეტს შეუერთდნენ ტექნიკური, აგრარული, სამხატვრო ინსტიტუტი, მემბრანის ტექნიკური კვლევის და ბიოტექნიკური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი მოიცავს 5 ფაკულტეტს, რომელიც დღეს 5000 სტუდენტს ემსახურება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე, და 4 სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. სწავლების გამოცდილება და საექსპერტო შესაძლებლობები ფარმაკოლოგიაში, სოციალურ მუშაობასში, ნარკოლოგიასა და იურიდიულ სფეროში ხელს შეუწყობს ადიქტოლოგიის დანერგვას ბათუმის უნივერსიტეტში.  უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს პროფესიონალებთან, რომელნიც ნარკოტიკების პრობლემურ მომხმარებლებთან მუშაობენ, ვინაიდან ბათუმი რიგით მეორე ქალაქია საქართველოში ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების მაჩვენებლების მიხედვით.

 

საკონტაქტო პირი: სოფიო ბერიძე, საბაზისო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა: sopho.beridze@hotmail.com

ტელეფონი: +995593300170

 

 

 

 

 

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

 

გიფ-თბილისი საერთაშორისო გიფ ქსელის წევრია (ჰილვერსუმი, სოფია, ვილნიუსი). ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანა და მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემების მქონე ინდივიდების უფლებების დაცვაა. ფსიქიკური ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად გიფ თბილისი ეხმარება მთავრობებს, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ინსტიტუტებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში იმ თემებზე ყურადღების გამახვილებით, რაც ეხება აღნიშნული პრობლემების მქონე ინდივიდების ჯანდაცვას, სტიგმასთან ბრძოლასა და რეინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდას. გიფ თბილისს აქვს გამოცდილება უწყვეტი განათლების მიწოდებაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელნიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მუშაობენ.

 

საკონტაქტო პირი: ჯანა დარეჯან ჯავახიშვილი, უფროსი პროგრამის მმართველი

ელ.ფოსტა::janajavakhishvili@yahoo.com

ტელეფონი: +995599531584; +995322235314; ფაქსი: +995322235314;

 

 

 

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული მონაცემების მოგროვება ხდებოდეს  საერთაშორისო რეგულაციის (IHR) შესაბამისად. მის მთავარ პასუხისმგებლობებში შედის გადამდები და არაგადამდები დაავადებების ზედამხედველობა, დაავადებათა კონტროლი და პრევენცია, დაავადებების აფეთქებების კვლევა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ტრენინგი და სწავლება.

ცენტრი აერთიანებს პროფესიონალებს ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებებიდან - ლაბორატორიიდან ქცევით მეცნიერებებამდე. მისი პარტნიორები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი (GFATM), გაეროს განვითარების პროგრამა (EU/UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DOD/DTRA), თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია (DSTL (UK), ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), ამერიკის ჯანდაცვის საერთაშორისო ალიანსი (AIHA), ფოგარტის ფონდი (the Fogarty Foundation),  ოქსფორდის პოლიტიკის მენეჯმენტი (OPM), ჯონ სნოუ, საერთაშორისო ორგანიზაცია (JSI).

 

საკონტაქტო პირი: ლელა სტურუა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, განყოფილების უფროსი;

ელ.ფოსტა: lela.sturua@ncdc.ge;

ტელეფონი: +995 599 111797; +995 595 956157; ფაქსი: +995 322 398946

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტია 80-წლიანი ისტორიით. მისი უმთავრესი ამოცანებია განათლებისა და კვლევის საშუალებით ცოდნის მიღება, შეფასება, მიწოდება და გავრცელება, რაც ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ფუნდამენტური და პრაქტიკული ბაზის შემდგომ განვითარებასა და დახვეწას, რაც ნიშნავს, რომ აკადემიური პროცესი დაგეგმილი და წარმართულია მოსახლეობის ცვალებადი მოთხოვნებისა და უახლესი სამედიცინო ცოდნის შესაბამისად. ადიქტოლოგია შეემატება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურიკულუმსა და არსებულ სამედიცინო ცოდნას.

 

საკონტაქტო პირი: პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, მედიცინის დოქტორი

ელ.ფოსტა: orjoni@tsmu.edu;  

ტელეფონი: +995 322 542439;  +995 322 542445;  ფაქსი: +995 322 54244;

 

 

 

 

 

იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი)

 

უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის განყოფილება ჩართულია სხვადასხვა კვლევით აქტიობებში, მათ შორის ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის, ასევე კრიმინალურ კანონმდებლობაში, ძალადობრივ დანაშაულში, დანაშაულის შიშსა და საზოგადოებრივი დანაშაულის პრევენციაში, ფსიქოლოგიასა და სამართალმცოდნეობაში, ეკონომიკურ დანაშაულებში და სხვა სფეროებში. დეპარტამენტი იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი განყოფილებაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს კურსებს კრიმინოლოგიასა და სხვა სფეროებში. იაგელონის უნივერსიტეტი იმ მცირერიცხოვანი აკადემიური ორგანიზაციების ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც ევროკავშირში ნარკოტიკების პრობლემას სისტემურად უდგება (და ერთადერთი ორგანიზაცია ევროკავშირის „ახალ წევრებში“). ვინაიდან კრიმინალური და უსაფრთხოების პერსპექტივა მიმდინარე ქართულ ნარკოკანონმდებლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, იაგელონის უნივერსიტეტი მზადაა საქართველოს გაუზიაროს ექსპერტული გამოცდილება მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინტერვენციების დანერგვასა და ხარისხიანი განათლების საფუძვლის შექმნაში.

  

საკონტაქტო პირი: პროფესორი კრისტოფ კრაევსკი, კრიმინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ელ.ფოსტა: krzysztof.krajewski@uj.edu.pl

ტელეფონი: +48126631358; +48601656584; ფაქსი: +48126631358;

 

 

 

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) უძველესია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომელიც აერთიანებს ექვს აკადემიურ დეპარტამენტსა და რვა კამპუსს; კვლევებისა და საერთაშორისო კავშირების რაოდენობა მოწმობს მის მაღალ მოთხოვნადობას. თსუ მსურველებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისრო, სადოქტორო აკადემიურ და მოკლე ინგლისურენოვან კურსებს, რომელიც სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის მიზანია მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნა, რომელიც სწავლისა და კვლევის შესაძლებლობებს გააძლიერებს; თსუ ასევე მხარს უჭერს სწავლის საყოველთაო ხელმისაწვდომობას. 2006 წლიდან სოციოლოგიისა და სოციალური სამუშაოს დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს სოციალური სამუშაოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კურსებს.

 

საკონტაქტო პირი: პროფესორი ირაკლი ბურდული, დეკანი

ელ.ფოსტა: irakli.burduli@su.ge

ტელეფონი::+995 32 2223710; ფაქსი: +995 32 2223710

 

 

 

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში და პირველი, ვინც საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი ლიბერალური განათლების პრონციპებზე ააგო. 2006 წელს დაარსებული უნივერსიტეტი აერთიანებს 21 კვლევით ინსტიტუტსა და ლაბორატორიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული კვლევასა და სწავლებაში. უნივერსიტეტი ცდილობს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას და კვლევების წახალისებას ინოვაციური პოლიტიკითა და ინიციატივებით. ილიას უნივერსიტეტი უკვე ჩართულია ტემპუსის რამდენიმე პროექტში როგორც პარტიონი და პირველია საქართველოში, ვინც წარმატებით აკოორდინირებს სამეცნიერო განათლების ტემპუსის პროგრამას (Student Active Learning in Science, SALiS).

რაც შეეხება ადიქტოლოგიის დანერგვას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ილიას უნივერსიტეტი მზად არის დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს საექსპერტო გამოცდილება ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა კლინიკური ფსიქოლოგია, განათლება, უსაფრთხოების კვლევები, სამართალმცოდნეობა, სოციალური სამუშაო და ბიოფარმაკოლოგია.

 

საკონტაქტო პირი: ნინო ჯავახიშვილი, დეკანის მოადგილე, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

ელ. ფოსტა: nino.javakhishvili.3@iliauni.edu.ge

ტელეფონი: +995322231026; +995322294197; ფაქსი: +995322231026

 

 

 

 

 

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი

 

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1348 წელს და უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგში 261-ე ადგილი უკავია. მედიცინის პირველი ფაკულტეტს არაერთხელ მიუღია ჯილდო, როგორც 100 ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის წარმომადგენელს კატეგორიაში „განათლება-მეცნიერება-ჯანმრთელობა-ჰუმანიტარია“ ჩეხეთში. დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო განათლებას მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, რომელიც მოიცავს სამედიცინო და არასამედიცინო დისციპლინებს (საექთნო საქმე, ერგოთერაპია, ფიზიოთერაპია, კვებითი თერაპია და ადიქტოლოგია). ადიქტოლოგიის დეპარტამენტი მოიცავს როგორც კლინიკურ მომსახურებას, ასევე საუნივერსიტეტო განათლებას, კვლევასა და განვითარებასა და უწყვეტ განათლებას. ადიქტოლოგიის სფეროს განვითარებაზე საქართველოში ჩარლზის უნივერსიტეტმა დაიწყო მუშაობა 2010 წლიდან „მერვე პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტების თანამშრომლობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებდა.

 

საკონტაქტო პირი: ტომაშ ზაბრანსკი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო სუპერვიზორი

ელ. ფოსტა: twz@adiktologie.cz  

ტელეფონი: +420224965100; +420603451103; ფაქსი: +420224965035

 

 

 

 

 

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია

 

ასოციაცია დაფუძნდა საქართველოში ადიქტოლოგიის სფეროში კვალიფიციური განათლების საჭიროების საპასუხოდ. ის აერთიანებს მულტიდისციპლინურ დარგში მომუშავე ექსპერტების გუნდს (მედიცინა, ფიზიოლოგია, სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, პოლიტიკის შეფასება და სხვა). ასოციაციის მიზანია დააფუძნოს, განავითაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ადიქტოლოგიას, როგორც პროფესიულ სფეროს, ასევე მხარი დაუჭიროს ადიქციის ინსტიტუციური კვლევების მექანიზმების დანერგვასა და პროფესიული სტანდარტების დანერგვას. ამას გარდა, ასოციაციის აქტიობებში შედის სამეცნიერო კვლევა, ადვოკატირება, სახელმძღვანელოების შემუშავება და საგანმანათლებლო სხვა აქტივობები.

 

საკონტაქტო პირი: დავით ოთიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ასოციაციის თავჯდომარე

ელ. ფოსტა: dato@altgeorgia.ge

ტელეფონი: +995 577 716 711

 

 

 

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

სამინისტროს მიზანია თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭირო თანამშრომლობით. სამინისტრო ადვოკატირებას უწევს თავისუფალ არჩევანს, სამართლიან კონკურენციას, თანაბარ შესაძლებლობებს, სოციალურ ინტეგრაციასა და კულტურული იდენტობის პატივისცემას.

 

საკონტაქტო პირი: ნუგზარ ჩიტაია, უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსი

ელ. ფოსტა: nchitaia@mes.gov.ge

ტელეფონი: +995 32 2318940(1130)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

როგორც პოლიტიკის შემმუშავებელი, აღსრულების სამართლებრივი პროცედურების უზრუნველმყოფი და საზოგადოების დამცავი საკვანძო ფიგურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებასა და ლეგალური სისტემის გაუმჯობესებაში. დემოკრატიული რეფორმების შედეგად, სამინისრტო პასუხისმგებელია: ა) საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებზე ქვეყნის ინტერესების დაცვაზე; ბ) აქტიური სარეგულაციო აქტების სტანდარტების იდენტიფიკაციაზე; გ) კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე საერთაშორისო სახელმძღვანელოების მიხედვით; დ) სახელმწიფო რეგისტრაციის ფორმირებაზე; ე) ემიგრაციისა და მიგრაციის პროცედურების რეგულირებაზე; ვ) ნოტარიულ მომსახურებაზე; ზ) საჯარო სარეგისტრაციო მომსახურებაზე; თ) სამოქალაქო სარეგისტრაციო მომსახურებაზე; ი) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე; კ) ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველოფაზე. იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

 

საკონტაქტო პირი: ბაბუცა პატარაია, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი

ელ.ფოსტა: bpataraia@justice.gov.ge

ტელეფონი: +995 577 111 817

 

 

 

 

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

 

ინსტიტუტი დაფუძნდა 1994 წელს; მისი 4 სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე სატრენინგო კურსებს საზოგადოებრივ საქმეს, ადგილობრივ მმართველობას, ჟურნალიზმს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და

სამართალმცოდნეობაში, ასევე სადოქტორო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში.

 

 

 

 

 

 

ჰამბურგის უნივერსიტეტის ადიქციის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი

 

ცენტრი დაარსდა 2000 წელს და მას შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ადიქციის კვლევების ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც თავს უყრის ექსპერტებსა და კვლევით რესურსებს 7 დეპარტამენტიდან: 4 სამედიცინო დეპარტამენტი უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან (ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია; სასამართლო მედიცინა; სამედიცინო ფსიქოლოგია; სამედიცინო მიკრობიოლოგია; ვირუსოლოგია და ჰიგიენა) და 3 სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი ჰამბურგის უნივერსიტეტიდან (სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; სოციოლოგია; კრიმინალური სოციალური მეცნიერება).

 

საკონტაქტი პირი: მარკუს-სებასტიან მარტენსი

ელ.ფოსტა: marcus.martens@uni-hamburg.de

ტელეფონი: 040/42838 3552;  040/42838 6383;  ფაქსი: 040 /42838 2105;

 

 

 

bottom of page